19 დეკემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.9043 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც
დღეს მოქმედებდა, 2.9055 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან
მიმართებაში 0.12 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2334 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2356 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.22 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.4897 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.8043 ლარი
ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 20 დეკემბერიდან შევა ძალაში.