უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მწყემსმთავარი, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლი ეპიფანე აცხადებს, რომ მზადაა შობის დღესასწაული 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღნიშნონ, თუ უკრაინელი მრევლი თანახმა იქნება.
ამის შესახებ მიტროპოლიტმა ეპიფანემ ჟურნალისტებს სპეციალურ ბრიფინგზე განუცხადა. იტყობინება უკრაინული მედია.
მისივე თქმით, ეკლესია მზად არის კალენდარული რეფორმების ჩასატარებლად, თუმცა მორწმუნეები, განსაკუთრებით დასავლეთ უკრაინაში წინააღმდეგ გამოდიან, როგორც ამას სოციოლოგიური გამოკითხვები და შიდა კვლევები ადასტურებს.
მიტროპოლიტმა ეპიფანემ ჟურნალისტებთან ამ საკითხთან დაკავშირებით საგანმანათლებლო-საინფორმაციო კამპანიის საჭიროებაზე ისაუბრა.
"ჩვენ უნდა ავუხსნათ ხალხს, რომ ვზეიმობთ არა თარიღს, არამედ მოვლენას - ჩვენი უფალი იესო ქრისტეს შობის დღესასწაულს", - თქვა მიტროპოლიტმა.
მისივე განცხადებით, მრევლის მზაობის შემთხვევაში უკრაინის ეკლესიის სინოდთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას კალენდარული რეფორმის ჩატარების თაობაზე.