აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ახლად დანიშნულ გენერალურ დირექტორთან შეინ როზენტალთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ სტუმრებს აჭარაში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი პროექტები გააცნო და აღნიშნა, რომ რეგიონში დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.
ADB-ისა და საქართველოს თანამშრომლობის სტრატეგიის შესაბამისად, ბანკის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს წარმოადგენს გზების, ენერგო სექტორის, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება.
საქართველოში აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორად შეინ როზენტალი 2019 წლის შემოდგომაზე დაინიშნა. ბოლო წლებში როზენტალი ADB-ს წარმომადგენლობას სომხეთში ხელმძღვანელობდა.