მე თუ არა, ვინ უნდა იდგეს აქ? - თქვა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე მაკო გომურმა, რომელმაც 20-21 ივნისის მოვლენების დროს, საპროტესტო აქციის დაშლისას, თვალი დაკარგა.
"გუშინ მეტროში ბიჭები მომიახლოვდნენ და მითხრეს, შენ იმ ადგილზე, იმ აქციაზე არ უნდა იდგე, იქ რა გინდაო. იქ ვერ ვუპასუხე, ძალიან გავბრაზდი, მაგრამ ახლა აქედან მინდა ვუთხრა, მე თუ არა, ვინ უნდა იდგეს აქ?" - თქვა მაკო გომურმა.
მისივე თქმით, ის იმიტომ უერთდება საპროტესტო აქციას, რომ თავისუფალ ქვეყანაში სურს ცხოვრება.
"მე მჭირდება კარგი მომავალი, თავისუფალი ქვეყანა", - დასძენს მაკო გომური.
აქცია პარლამენტის წინ უკვე დასრულდა, თუმცა აქციის მონაწილეების ნაწილი ღამეს რუსთაველზე გაათევს.
საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნაა, ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო აქციები პროპორციული სისტემით.
"ევროპულმა საქართველომ" პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება მოახდინა.