აქციების არ შეწყდება მანამდე, სანამ „ქართული ოცნება“ არ შეასრულებს დაპირებას, - განაცხადა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა, ირმა ინაშვილმა.
მისი თქმით, მათი მთავარი ამოცანა გვაქვს, გაარჩინონ 2020 წლის არჩევნები უზურპაციისგან.
„მთავარი ამოცანა გვაქვს, გადავარჩინოთ 2020 წლის არჩევნები უზურპაციისგან. „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური მელაკუდობა ჩაიდინა, სამარცხვინოდ მოიქცა და ქართველი ხალხი არ იმსახურებს ამას. ეს აქციები გაგრძელდება საქართველოს ყველა დიდ ქალაქში, ყველა დიდ მოედანზე გამოვა ხალხი. მუშაობს საგანგებო შტაბი, ამ აქციების შეწყვეტა არ მოხდება მანამდე, სანამ „ქართული ოცნება“ არ განახორციელებს მის დაპირებას და ისევ არ გადავალთ პროპორციულ არჩევნებზე. ამიტომ, ჩვენ არ ვაპირებთ შევწყვიტოთ ეს პროტესტი და ბოლოს ჩვენ ვფიქრობთ, მრავალათასიან მიტინგზე მოვიყრით თავს თავისუფლების მოედანზე, ეს არის ჩვენი გეგმა“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.