პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერ ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამასთან, მოსამართლის გადაწყვეტილებით პატიმრობა შეეფარდა კიდევ ორ პირს, გიორგი ჯავახიშვილსა და თორნიკე დათაშვილს.
ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარედგინა.
შეგახსენებთ, რომ 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის ბრალდებით პარტია „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს.