დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი მოქმედი პრეზიდენტია, რომელმაც ჩრდილოეთ კორეის მიწაზე დადგა ფეხი.
იაპონიის ქალაქ ოსაკაში, დიდი ოცეულის სამიტზე მყოფმა დონალდ ტრამპმა სურვილი გამოთქვა, შეხვედროდა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.
დონალდ ტრამპი და კიმ ჩენი ინის შეხვედრა ჩრდილოეთ კორეისა და სამხრეთ კორეის საზღვართან, დემილიტარიზებულ ზონაში შეხვდნენ.
აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენიმე წუთით გადაკვეთა სადემარკაციო ხაზი.
„დიდებული დღე იყო“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს, დაახლოებით, ერთსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ტრამპმა კიმ ჩენ ინი თეთრ სახლში მიიწვია, რაც ასევე ისტორიული ვიზიტი იქნება, თუ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი მიპატიჟებას დათანხმდება.