ლიბიაში გარდაცვლილი 23 წლის ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს.
აეროპორტში, მეზღვაურის ცხედარს ახლობლები და საგარეო საქმეთა სამინოსტროს წარმომადგენლები დახვდნენ.
დავით რაზმაძის ცხედარს ჯერ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, შემდეგ კი სახლში, გორში გადაასვენებენ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე მარშალის კუნძლების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემზე მუშაობდა, რომელიც ნაოსნობის დროს გაუჩინარდა და რამდენიმე დღე ეძებდნენ. მოგვიანებით ის გარდაცვლილი იპოვეს. ხომალდი ლიბიის ნავსადგურ მისურატაში იმყოფებოდა.
დავით რაზმაძე 7 იანვარს გაუჩინარდა, თუმცა ოჯახმა ამის შესახებ მხოლოდ 16 იანვარს შეიტყო. მეზღვაურის ცხედარი 21 იანვარს იპოვეს.