ბელგიის პოლიციამ დააკავა ირანის ორი მოქალაქე, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან 30 ივნისს საფრანგეთში ტერაქტის მომზადებაში - იუწყება პროკურატურა.
„ფედერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ტერორიზმის ბრალდებით. გამოძიების თანახმად, ირანული წარმომავლობის 1980 წლის 26 აპრილს დაბადებული მოქალაქე ამირ.ს. და მისი მეუღლე ნასიმე ნ. დაბადებული 1984 წლის 20 სექტემბერს, ფლობდნენ ბელგიის მოქალაქეობას. ისინი დაპატიმრებული იქნენ ტერორიზმის ბრალდებით“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
"მათ ბრალი წაუყენეს ტერორისტული ხასიათის მკვლელობის მცდელობასა და ტერორისტული ხასიათის დანაშაულის მომზადებაში" - ნათქვამია მოხსენებაში.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ეჭვმიტანილები არიან 30 ივნისს საფრანგეთის ქალაქ ვილპენტში მიმდინარე კონფერენციისას აფეთქების მცდელობაში, რომელიც ორგანიზებუოლი იყო ერთ-ერთი ირანული მემარცხენე რადიკალური ორგანიზაციის მიერ, რომელიც ირანში იკრძალება. კონფერენციას ესწრებოდა დაახლოებით 25 ათასი ადამიანი.