დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში დედოფლის სიკვდილის შემთხვევაში ხელისუფლების ქმედებების შესამოწმებლად წვრთნები ჩატარდა, იტყობინება The Times.
28 ივნისს მინისტრთა კაბინეტის ვიცე-პრემიერმა დევიდ ლიდინგტონმა ჩაატარა შეხვედრა ხელისუფლების მინისტრებთან, რომელზეც განიხილეს საკითხი, თუ რა ზომები იქნებოდა მიღებული მონარქის გარდაცვალების შემთხვევაში. მაგალითისთვის, თუ როდის უნდა მოხდეს ამ ფაქტის გამჟღავნება, რათა დაწესდეს ქვეყანაში 10 დღიანი გლოვა.
მედიაში არსებული ინფორმაციით, ეს წვრთნები არ უკავშირდება დედოფლის ჯანმრთელობის მდგომარეობას, არამედ წარმოადგენს გეგმის ნაწილს, რომლის კოდური სახელწოდებაა „ლონდონის ხიდი“.
ერთ-ერთ წყაროს თქმიო, მანამდე ამგვარ წვრთნებში მინისტრები არ იღებდნენ მონაწილეობას. ისინი პირველად იქნენ მოწვეულები მსგავსი თემის განხილვისთვის.
ეს არის პირველი შემთხვევა, რომ პოლიტიკოსები და სამოქალაქო მოსამსახურეები გაერთიანდნენ მოქმედების შემუშავებისთვის, რომელშიც ასევე გათვალისწინებულია ქვეყნის პრემიერის მიმართვა მოსახლეობისადმი.
The Daily Mail აღნიშნავს, რომ წვრთნები კვირას ჩატარდა, როდესაც 92 წლის დედოფალი იძულებული გახდა არ დასწრებოდა საკვირაო მსახურებას წმინდა პავლეს ტაძარში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. ბუკუნგემის სასახლეში აღნიშნეს, რომ შეშფოთების მიზეზი არ არსებობს.
2016 წელს, როდესაც დედოფალმა 90 წლის დაბადების დღე აღნიშნა, მან უარი განაცხადა გრძელვადიან უცხოურ ვიზიტებზე, და ეს მისი ოჯახის ახალგაზრდა წევრებს შესთავაზა. თუმცა, მას ჯერ კიდევ ძალიან გადატვირთული განრიგი აქვს. 2017 წელს ის მონაწილეობდა 296 ოფიციალურ ღონისძიებაში.
ერთი წლის წინ, გაზეთ The Guardian-მა დედოფალის გარდაცვალების შემთხვევაში სასახლის სამოქმედო გეგმა გამოაქვეყნა. მათ შორის იგულისხმებოდა, რომ მისი უდიდებულესობის საიდუმლო საბჭო, გამოაცხადებდა ახალი მონარქის შესახებ.
როგორც ჟურნალისტებმა გამოარკვიეს, ბუკინგემის სასახლის კარიბჭეზე გაიკვრება სამწუხარო ცნობის შესახებ. ტელე და რადიოსადგურები მოახდენენ სიახლის ტრანსლაციას სევდიანი მუსიკის ფონზე, ხოლო მომავალი მეფე - პრინცი ჩარლზი - განახორციელებს ვიზიტებს უელსსა და შოტლანდიაში.