ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ძმამ და მოკლა.
არსებული ინფორმაციით, 80 წლამდე ასაკის მამაკაცმა საკუთარი და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა და ცხედარი სახლის ეზოში დამარხა. მკვლელობის შემდეგ მან დის დაკარგვის შესახებ პოლიციაში განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.