ვფიქრობ, არავინ მოვიტყუებთ თავს, რომ ვთქვათ, მაშინ, როდესაც იმ ვითარებაში რუსთაველი გადაიკეტა, ეს ქმედება გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონით რეგულირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
„ეს ქმედება გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების კანონით რეგულირებული გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს. ეს იცოდნენ როგორც აქციის მონაწილეებმა, იცოდა შს სამინისტრომ, იცოდა მედიამ და ვიცოდი მეც“, – განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე თქმით, პროტესტი, რაც დაიწყო სამართლიანი და საყოველთაო სახალხო პროტესტით, არის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი არა მარტო ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ძიებისთვის, არამედ ყველა სხვა დანარჩენი საქმეების გამოძიებისთვის, რაც გარდაცვლილ პირთა საქმეების შესწავლას უკავშირდება.