იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აკრძალა ჰუმანიტარული გემი, რომელსაც 600-მდე მიგრანტი გადაჰყავდა, მიახლოვებოდა იტალიის სანაპიროს და მათ მალტაში წასვლა შესთავაზა“ - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „Associated Press“-ი.
ჰუმანიტარული ჯგუფის „SOS Mediterranee“-ის გემს შეჰყავდა 629 ადამიანი, რომლებიც ხმელთაშუა ზღვაში იტალიის, ესპანეთის და სხვა ქვეყნების სანაპირო დაცვას გადაურჩნენ. ისინი აფრიკული სანაპიროებიდან გამოცურდნენ.
ცნობა იმის შესახებ, მზად არის თუ არა მალტა ლტოლვილების მისაღებად, არ ვრცელდება.
ცნობისთის, გასულ წელს ხმელთაშუა ზღვაში 800-მდე მიგრანტი დაიღუპა. 2018 წლის პირველ ხუთ თვეში ევროპულ სანაპიროებამდე 27,500-მა ლტოლვილმა მიაღწია.