საუბარია 100 ლარზე. მეტი არ მქონდა ჯიბეში, თორემ მეტს დავუტოვებდი, რომ ვნახე ის საცოდაობა, რაც ოჯახში ტრიალებდა, ფული მაგიდაზე უთქმელად დავუტოვე და გამოვტრიალდიო, ამბობს თავაძე, - განაცხადა ჟურნალისტებთან ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ფარგლებში მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით დაკავებულ მერაბ მორჩაძის ადვოკატმა, ზაალ თავაძემ.
როგორც მან განმარტა, მერაბ მორჩაძე კალანდიების ნათესავია და მათ ფინანსურად ხშირად ეხმარებოდა.
"ეს არის მის მიერ გაწეული დახმარება ნათესავების მიმართ. ოჯახს უჭირს, 6 შვილი ჰყავთ, ლტოლვილები არიან, არსებობის საშუალება არ აქვთ და ეს მუდმივად ეხმარებოდა.
100 ლარად ნაყიდი მოწმე თუ არსებობს, არ ვიცი", - განაცხადა თავაძემ.
მერაბ მორჩაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის გ.ჯ.-ს მამის მეგობარია.
სახელმწიფო ბრალდება მორჩაძეს ედავება, რომ მან ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში თვითმხილველი მოწმის, მიხეილ კალანდიას მოსყიდვა მოახდინა.
მორჩაძეს დღეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.