ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მართლაც სადავოა ამ მეთოდების გამოყენების საჭიროება, ხშირად ამ ფარგლების გადაცილებასაც ვხედავთ, ძალა დავუპირისპიროთ ამ ადამიანებს, როგორც ეს ხდებოდა მაშინ, როცა ჩვენ ვიდექით ქუჩაში, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, უმჯობესია ვიაროთ სამართლიანობის გზაზე კანონის მექანიზმების გამოყენებით და არა იმ ტიპის მეთოდებით, რომელიც მისივე თქმით, ამ პროცესს არ ეხმარება.
„ვისურვებ, რომ პროცესები, რომელიც დაწყებულია და ძალიან აქტიურად მიმდინარეობს სამივე მიმართულებით, ეს არის საგამოძიებო კომისია, გამოძიება, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს და სამართლებრივი პროცედურები, სამივე ეს სამართლებრივი ბერკეტი იყოს გამოყენებული მართლმსაჯულების აღსრულებისთვის.
უმჯობესია ვიაროთ სამართლიანობის გზაზე კანონის მექანიზმების გამოყენებით და არა იმ ტიპის მეთოდებით, რომელიც მგონია, რომ უბრალოდ ამ პროცესს არ ეხმარება. გამოხატვის თავისუფლება, რა თქმა უნდა, დაცული იქნება და ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მართლაც სადავოა ამ მეთოდების გამოყენების საჭიროება, ხშირად ამ ფარგლების გადაცილებასაც ვხედავთ, ძალა დავუპირისპიროთ ამ ადამიანებს, როგორც ეს ხდებოდა მაშინ, როცა ჩვენ ვიდექით ქუჩაში.
ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ იქნება უზრუნველყოფილი აბსოლუტურად ყველას კონსტიტუციური უფლების რეალიზება, მაგრამ ვისურვებდი, რომ სამართლებრივი ბერკეტები იყოს გამოყენებული, ნაცვლად ამ პოლიტიკური დღის წესრიგისა“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.