აშშ-ში, ვინსკონსინის შტატში მსუბუქძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა.
ინციდენტის შედეგად პილოტი და სამი მგზავრი დაიღუპა.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი Cessna 182 ჩიკაგოდან მონროს ოლქის აეროპორტში მიფრინავდა. დაშვებამდე ცოტა ხნით ადრე საჰაერო ხომალდმა სიმაღლის დაკარგვა დაიწყო და აეროპორტის ჩრდილოეთით მინდორში ჩავარდა.
ბორტზე მყოფი ოთხივე ადამიანი დაიღუპა. ავიაკატასტროფის მიზეზები დგინდება.