უნდა ვიფიქროთ მართლმსაჯულების აღსრულებაზე და არა პოლიტიკურ მოთხოვნებზე, რომელიც ამ პროცესს ჩიხში შეიყვანს და დაგვაკარგვინებს მთავარ მიზანს – მიზანი არის მართლმსაჯულების აღსრულება, კარვების დადგმა სამართლებრივად არასწორია, არანაირი საჭიროება არ იყო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ რუთაველის გამზირზე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, თუ არ გავლენ სამართლებრივ ჭრილში და არ ითანამშრომლებენ სამართალდამცველ სტრუქტურებთან, პროცესი არაჯანსაღ ხასიათს მიიღებს.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა თანავუგრძნობთ შვილმოკლულ მამას და ყველას გვინდა, გავარკვიოთ, რა მოხდა, მსგავსი მოთხოვნები ამ პროცესს ძალიან დაგვაშორებს. პოლიტიკოსების მძევლად არ უნდა იქცეს პროცესი. მესმის, რომ შეიძლება ამ კონკრეტულ საქმესთან მიმართებაში არსებობს ეჭვები და ყველას მიმართ შეიძლება პრეტენზია დავაყენოთ, რომ თუ შოთაძე გადადგა, ყველა რატომ არ უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან მაგრამ არის რეალობა. ქვეყანას სჭირდება სამართლებრივი განვითარება, ჩვენ გვჭირდება ძლიერი სახელმწიფო და ამ პროცესში სწორედ იმ მინისტრებს მიმართ პრეტენზიები, რომლებიც ახორციელებდნენ რეფორმებს, მართლა ცდილობდნენ, ქვეყანაში სამართლებრივი გარემო შეეცვალათ, სწორი ნაბიჯებით ქმნიდნენ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მაღალ სტანდარტს, ამ მინისტრების წასვლით ეს საქმე ვერაფერ მოიგებს. თუ ექნება იმის რწმენა, რომ კონკრეტული საკადრო ცვლილებებით ამ საქმის სასარგებლო შეიძლება რაღაც მოხდეს, შეიძლება ამ მოთხოვნების რელევანტურობაზე მეც ვიფიქრო, მაგრამ არ არის ეს სწორი”, – განაცხადა ფოფხაძემ.