კომპანია Yahoo!-ს შემქმნელებმა 2018 წლის 17 ივლისამდე Yahoo! Messenger-ის დახურვის შესახებ განაცხადეს. 17 ივლისიდან მომხმარებლებს ჩატთან წვდომა ეტაპობრივად შეეზღუდებათ, ხოლო შემდგომ კი სერვისი არსებობას შეწყვეტს.
შეგახსენებთ, რომ Yahoo! Messenger-ი თავის დროზე იყო პირველი ჩატი, რომელმაც ასეთი დიდი დონის პოპულარულობა მოიპოვა. მან ფუნქციონირება 1998 წლიდან დაიწყო.