„საქსტატმა“ მოსახლეობის აღწერის ახალი მონაცემების მიხედვით, ერთ სულზე გაანგარიშებული მაჩვენებლები განაახლა. როგორც უწყებაში განმარტავენ, 2014 წლისმოსახლეობის საყოველთაო აღწერიდან მიღებულმა მონაცემებმა დღის წესრიგში დააყენა წინა წლების ერთ სულზე გაანგარიშებული კვარტალური და წლიური მაჩვენებლების გადაანგარიშებისა და განახლებისა უცილებლობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს ისტორიული მწკრივის ჰარმონიზაცია აღწერიდან მიღებულ შედეგებთან. ერთ სულზე გაანგარიშებული კვარტალური და წლიური მთლიანი შიდა პროდუქტი, გამოშვება და მთლიანი ეროვნული შემოსავალი დაზუსტდა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის საფუძველზე განახლებული დინამიური მწკრივის მიხედვით. ერთ სულზე მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაანგარიშებებში გამოყენებულია მოსახლეობის საშუალო წლიური რიცხოვნობის მონაცემები