თურქეთის „ტურისტულ დედაქალაქში“ კიდევ ერთ აეროპორტს ააშენებენ. პროექტის მიხედვით, ანტალიაში დაგეგმილი აეროპორტის აშენების შემდეგ ის წელიწადში 5 მლნ მგზავრს მოემსახურება.
როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განმარტა, აეროპორტის სამუშაო სახელია „დასავლეთ ანტალია“ და ის კაშის რაიონში იქნება განთავსებული.
მინისტრის თქმით, ანტალიის მესამე აეროპორტი ტურისტული რაიონიდან ელმალიდან 45 წუთის სავალზე იქნება დაშორებული.
ამ დროისათვის ანტალიას ორი აეროპორტი ემსახურება, ესაა ანტალიის საერთაშორისო აეროპორტი და „გაზიფაშას“ აეროპორტი.
მესამე აეროპორტის ზუსტი ადგილმდებარეობა სამოქალაქო ავიაციის პრიორიტეტებიდან და წესებიდან გამომდინარე იქნება შერჩეული, ვინაიდან აეროპორტებს შორის დაშორება მინიმუმ 100 კმ უნდა იყოს.