აშშ-ის პრეზიდენტი დონალრ ტრამპი იმედოვნებს, რომ მისი შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან კიმ ჩენ ინთან წარმატებული იქნება. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა სინგაპურშია დაგეგმილი.
"როგორც იცით, ჩვენ ხვალ ძალზე საინტერესო შეხვედრა გველის და მე ვფიქრობ, რომ ის კარგად ჩაივლის“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა სინგაპურის პრემიერ-მინისტრთან ლი სიანლუნიუსთან გამართული საქმიანი სადილის მსვლელობისას და მადლობა გადაუხადა მას სტუმართმოყვარეობისთვის.
შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველი სამიტი, რომელიც შედგება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შორის, 12 ივნისს სინგაპურში გაიმართება.
მანამდე ამერიკელმა ლიდერმა განაცხადა, რომ იმედოვნებს ჩრდილოეთ კორეასთან სიტუაციის ნორმალიზებას და არ გამორიცხავს ფხენიანთან სამშვიდობო მოლაპარაკებაზე ხელის მოწერას.
მან ასევე დასძინა, რომ აშშ არ მიიღებს ფხენიანისგან უარს სრული დენუკლეარიზაციის შესახებ - ასეთ შემთხვევაში ფხენიანის მიმართ სანქციები და მსოფლიო საზოგადოების ზეწოლა უფრო გაძლიერდება.