ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა თავად მაიძულეს ეს ნაბიჯი გადამედგა, პირადად გიორგი გახარიამ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
მისივე თქმით, კარვების საავტომობილო გზაზე გადატანა იმის გამო მოხდა, რომ სამართალდამცველებმა გახადეს იძულებული.
"არ ვიცი ეს ინფორმაცია საიდან არის, რომ თითქოს კარვების აღებას აპირებს ვინმე. მე არსად წასვლას არ ვაპირებ, ძალით თუ დააპირებენ რამეს, მოვიდნენ, პრობლემა არ არის, აქ ვიქნები ბოლომდე. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა თავად მაიძულეს ეს ნაბიჯი გადამედგა, პირადად გიორგი გახარიამ. ესენი ცდილობენ ამ საქმის სხვანაირად შეფუთვას", - განაცხადა სარალიძემ.
მან მოსახლეობას დღეს, 14:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.