არსებობს ინფორმაცია, რომ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე პროვოკაციები იგეგმება, - ამის შესახებ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციის ფორმით შესაძლოა, მოხდეს რაიმე პროვოკაცია. მისივე თქმით, ამაზე იქნება მყისიერი რეაგირება და კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც პოლიციის ფორმით, ან შესაბამისი აღჭურვილობით პროვოკაციას მოაწყობენ.
„ასეთი ინციდენტები შეიძლება მოხდეს, მაგრამ ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ და მოვუწოდებთ აქციის ყველა მონაწილეს, ვალდებულები არიან პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად, რომ დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან მოხდება ადეკვატური რეაგირება, ყველა კუთხეში აყენია საპატრულო პოლიციის და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, მაქსიმალურად ვცდილობთ უსაფრთხოდ ჩატარდეს ეს აქცია და დავიცვათ საზოგადოებრივი წესრიგი”, – განაცხადა კუპატაძემ.
ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი