მე და ზაზამ სიმწარე ვიგემეთ და ჩვენ გვსურს, რომ როგორც ჩვენ გავმწარდით, თქვენც რომ იგივე არ განიცადოთ, დამნაშავეები დაისაჯონ, - ამის შესახებ თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მათ უკან დასახევი გზა არ აქვთ და ისინი ერთად იდგებიან.
"პანკისის მცხოვრები ქისტები, სახელოვანი ხალხი, თქვენს ხელში გავიზარდეთ და სულ მუდამ ერთნი ვიქნებით, გვერდში ვიდგებით ჭირი იქნება თუ ლხინი.
ჩვენი დაცილება არ გამოუვიდათ, რადგან ჩვენ ამ ქვეყნის შვილები ვართ. მე ვერავინ გამაჩერებს, გარდა იმ ტყვიისა, რაც თემირლანს მოხვდა. მე და ზაზას უკან დასახევი გზა არ გვაქვს და ერთად ვიდგებით“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
ცნობისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.