ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვა.
მისი თქმით, ის გიორგი გახარიას უნდობლობას უცხადეს და აღნიშნავს, რომ გახარიას არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ ხალხი მოატყუოს.
მან აქვე ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა და აქციაზე მისვლისკენ მოუწოდა.
ზაზა სარალიძემ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მან არ უნდა აირჩიოს ახალი პროკურორი. სარალიძის განცხადებით, პროკურორად ისეთი ადამიანი უნდა დაინიშნოს, რომელსაც საზოგადოების მაღალი ნდობა ექნება.
ცნობისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.