შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში უწყება აღნიშნავს, რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციის დროს ნებისმიერი პირი, რომელიც ბოროტად გამოიყენებს ძალოვანი უწყების ფორმის ტანსაცმელს და ატრიბუტიკას კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება.
"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმართავს მოქალაქეებს, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებისა დაიცვან კანონი.
რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციის დროს ნებისმიერი პირი, რომელიც ბოროტად გამოიყენებს ძალოვანი უწყების ფორმის ტანსაცმელს და ატრიბუტიკას კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისჯება.
ყველა მსგავს ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრო მოახდენს მყისიერ რეაგირებას", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.