თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომა მოითხოვეს.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, მიშა მშვილდაძის განცხადებით, სისტემის ნგრევა უნდა დაიწყოს თეა წულუკიანის გადადგომით.
"სისტემა უნდა დაინგრეს! მირზა სუბელიანით ეს მთავრობა ვერ გადარჩება. სისტემის ნგრევა უნდა დაიწყოს თეა წულუკიანის გადადგომით", - განაცხადა მშვილდაძემ.
ცნობისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.