თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ მირზა სუბელიანს ბრალი წარუდგინეს.
როგორც სუბელიანის ადვოკატმა, ინგა ჩალაურმა თბილისის მთავარ სამმართველოსთან განაცხადა, სუბელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით წარედგინა. მისივე თქმით, მირზა სუბელიანი დანაშაულს აღიარებს.
„ჯერ უცნობია, აღკვეთის ღონისძიების რა სახეს მოითხოვს პროკურატურა, თუმცა პატიმრობის შუამდგომლობის შემთხვევაში ჩვენ ბრალდების მხარეს არ დავეთანხმებით,“ – განაცხადა ადვოკატმა.
ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი გუშინ დააკავეს.