თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და იქ მისულ ახალგაზრდას შორის მოხდა.
როგორც ახალგაზრდამ აღნიშნა, მას სურვილი ჰქონდა აქციაზე სიტყვით გამოსულიყო, თუმცა, მისივე თქმით, მას ამის საშუალება არ მისცეს და სუს-ის აგენტი უწოდეს.
„მოვედი მშვიდობიანად, მინდოდა აზრის დაფიქსირება, წყალი შემასხეს და სუს-ის აგენტი მეძახეს. სუს-ი როგორ იშიფრება არ ვიცი. არც ერთი ორგანიზაციის წარმომადგენელი არ ვარ. მე ვარ დაღლილი, მოტყუებული და შეშინებული ახალგაზრდების ორგანიზაციის წარმომადგენელი. ყველას უნდა, რომ ქვეყანაში სამართლიანობა იყოს, მაგრამ არ მოდიან, რადგან ვიღაცებს აქვთ პოლიტიკური ნიშნები”, – განაცხადა მან.
ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ცნობისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.