მილანში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი საქართველოს 29 წლის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ერთ-ერთ რკინიგზის სადგურზე გამვლელებს იარაღით ემუქრებოდა.
ადგილზე პოლიციის გამოჩენის შემდეგ, იქ გაიქცა.
პოლიციამ მისი დაკავება მაინც შეძლო. დაპატიმრების დროს მან პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა.
დაკავების შემდეგ მამაკაცს კიდევ ერთი იარაღი აღმოუჩინეს. ორივე იარაღი 2015 წელს იყო მოპარული.
ის ამჟამად ციხეშია გადაყვანილი. მას იარაღის უკანონო ტარება, ქურდობა და სამართალდამცველების დაუმორჩილებლობა ედება ბრალად.