ყველა ერთად ვართ, რომ ერთხელ და სამუდამოდ უკანონობა აღმოიფხვრას, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის ყოფილმა მეთაური ლევან ვარშალომიძემ რუსთაველის გამზირზე განაცხადა.
მისივე თქმით, აქცია არის სოლიდარობის.
„მე აქ მოვედი იმ მიზნით, რა მიზნითაც მოვიდა ყველა მოქალაქე, შევიკარით ერთი ადამიანის გარშემო, ყველა ერთად ვართ რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს უკანონობა აღმოიფხვრას”, – განაცხადა ვარშალომიძემ.
ცნობისთვის, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.