თბილისში, რუსთაველის გამზირზე დღეს დაგეგმილ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციას ზუგდიდიდანაც შეუერთდებიან.
როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანი წითლიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, აქციაზე ზუგდიდიდან 500-მდე ადამიანი მიდის.
მისივე ინფორმაციით, თბილისში დღეს დაგეგმილ აქციაზე სამეგრელოს რეგიონებიდან დაახლოებით 1500 ადამიანი ჩავა.
ცნობისთვის, აქცია 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, გაიმართება.