ბუნებრივ მოვლენებზე აქტიური ზემოქმედების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის, მართვის ცენტრის მიერ 9ივნისს კახეთის რეგიონში 650 კვადრატულ კილომეტრამდე საერთო ფართობის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები დამუშავდა რითაც კახეთის შვიდ რაიონში მოსალოდნელი სეტყვა სრულად თავიდან იქნა აცილებული.
9 ივნისს 18:20 სთ-დან მთელი საღამოს განმავლობაში ჩრდილო-დასავლეთ მიმართულებიდან რეგიონში რამდენიმე სეტყვასაშიში ღრუბლის ფრონტალური მასა შემოვიდა. 18:24 საათიდან საღამოს 23:13 საათამდე ახმეტის, საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხის,ყვარლის, სიღნაღის და თელავის რაიონებში ღრუბლები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა. გასროლილი იქნა 110 ერთეულამდე რაკეტა.
აქტიური ზემოქმედების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა.