აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის ადგილისა და დროის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა.
„მინდა ვთქვა, რომ სავარაუდოდ ჩვენი ქვეყნის ლიდერები მოილაპარაკებენ იმ ადგილსა და იმ დროზე კონტაქტისთის, რომელიც ორივეს აწყობს და ოპტიმალური იქნება მთელი რიგი გარემოებების გათვალისწინებით. შეხვედრის გეოგრაფიულ საკითხზე სათქმელი ამ ეტაპზე არაფერი გვაქვს“ - განაცხადა რიაბკოვმა.
შეგახსენებთ, რომ მანამდე საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აწარმოებს მოსამზადებელ სამუშაოებს რუსეთისა და აშშ-ის ლიდერების შეხვედრასთან დაკავშირებით.
რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, აშშ-ს ლიდერსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის შემდგარი სატალეფონო საუბრისას, მათი შეხვედრის სავარაუდო ადგილად ვენა დასახელდა.
თუმცა, დეტალები ამ დროისთვის დაზუსტებით განსაზღვრული არ არის.