იტალიის ეროვნული საავიაციო დახმარების სამსახურის თანამშრომლები დღეს გამართავენ ოთხსაათიან საპროტესტო აქციას, რომელიც გამოიწვევს ქვეყნის უმსხვილესი ქალაქების, მათ შორის რომის, მილანისა და ვენეციის აეროპორტების რეისების გაუქმებას და გადადებას.
ეროვნულმა ავიაგადამზიდავმა კომპანია „Alitalia“-ამ განაცხადა 142 რეისის გადადების შესახებ, მათი სია კომპანიის ვებ გვერდზეა ატვირთული.
საჰაერო მიმოსვლის პროვაიდერის გაფიცვა დაგეგმილია ადგილობრივი დროით 13.00 საათიდან 17.00 საათამდე. მათ ასევე შეუერთდნენ ავიაკომპანია "Air Italy" და "Blue Panorama"-ს თანამშრომლებიც.
ცნობისთის, დღეს ასევე იმართება გაფიცვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის რომსა და ტურინში.
დედაქალაქში შეჩერებულია ავტობუსების, მეტროს, ტრამვაის და რეგიონალური მატარებლების მოძრაობა. როგორც ავიაკომპანის შემთხვევაში აქაც 4 საათიანი გაფიცვა მოხდება. ადგილობრივი დროით 09:30 საათიდან 12:30 საათამდე.