აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი დიდი შვიდიანის სამიტზე არ დაჯდებიან ორმხრივ მოლაპარაკებებზე, იმ პირადი ანტიპატიების გათვალისწინებით, რომელიც აშშ-ის ლიდერს კოლეგის მიმართ გააჩნია“ - ამის შესახებ გაზეთი "Telegraph"-ი ბრიტანეთის ხელისუფლების წარმომადგენლის წყაროზე დაყრდნობით წერს.
აშშ-ის პრეზიდენტის გარემოცვის წყარო აცხადებს, რომ ტრამპი დაიღალა ტერეზა მეის „პედაგოგიური“ ტონით. „წყენის გარეშე ვამბობ, მაგრამ ის ფაქტიურად როგორც სკოლის მასწავლებელია, არ მგონია, რომ ვინმე მასთან კარგ ურთიერთობაში იყოს“ - განაცხადა თანამოსაუბრემ, რომელიც ამ ორი ლიდერის შეხვედრებს ესწრებოდა.
გაზეთი ასევე წერს, რომ ტრამპი შეშფოთდა მეის მიდგომით სატელეფონო საუბრის მსვლელობისას, როცა ნაცვლად საერთო საკითხების გლობალური განხილვისა ტერეზა მეი ღრმა პოლიტიკური დეტალების განხილვაზე გადავიდა.
შეგახსენებთ, რომ „დიდი შვიდიანის“ სამიტი 8-9 ივნისს კანადის პროვინცია კვებეკის, დიდ საკურორტო ქალაქ - ლა-მალბეში გაიმართება.