საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დაუშვებელია კომერციული ომი აშშ-სთან. მან ხაზი გაუსვა, რომ ამისგან შესაძლოა თავად ამერიკული კომპანიებიც დაზარალდნენ.
აშშ-მ მანამდე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, შემოიღო გადასახადები ევროპიდან იმპორტირებულ ფოლადზე 25% და ალუმინზე - 10%-ის ოდენობით. ევროკავშირი ამ გადაწყვეტილებას სამი მიმართულებით გამოეხმაურა: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დავების გახსნით, დააწესა ტარიფები იმპორტზე აშშ-დან შემოსულ რიგ საქონელზე, რათა მომხდარიყო ორგანიზაციების წესების ჩარჩოში სიტუაციის რებალანსირება და ასევე ფოლადზე საპასუხო ტარიფების შესაძლო დაწესების შემოღებით. ეს იმ შემთხვევაში, თუკი აღმოჩნდება იმპორტის დამატებითი გადინება ევროკავშირის ქვეყნებიდან აშშ-ს „დახურული“ ბაზრის გამო.
მაკრონმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია გამოვნახოთ გამოსავალი შექმნილი რთლი სიტუაციიდან. "კომერციული ომი საზიანოა ყველასთვის, მათ შორის ამერიკისთვისაც. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინდუსტრია, ჩვენი თანამშრომლები და ჩვენი ეკონომიკა. ეს არის ის რასაც ამერიკა ჩვენგან ელის“ - დასძინა საფრანგეთის ლიდერმა.