ავსტრალიელი ჩინოვნკიები არ მოინახულებენ ოფიციალურად ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონთა თამაშებს 2018 წელს, რომელიც რუსეთში გაიმართება. ამის შესახებ ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯული ბიშოპმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა არ აპირებს "ჩაერიოს“ გადაწყვეტილებაში, რომელიც მანამდე მიიღო ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციამ. კერძოდ - არ გაემგზავრონ თამაშზე, ოფიციალური დელეგაციით, რომელიც ჩატარდება რუსეთის ტერიტორიაზე.
თუმცა, ბიშოპმა აღნიშნა, რომ მსოფლიო ფეხბურთის თამაშებს დაესწრება ავსტრალიის ელჩი მოსკოვში - პიტერ ტეში.
ცნობისთის, მაისში ბიშოპმა თვითმფრინავ „Malaysian Airlines“-ის ვარდნაში რუსეთის ხელისუფლება „პირდაპირ მონაწილეობაში“ დაადანაშაულა. 298 გარდაცვლილიდან 38 ავსტრალიის მოქალაქე იყო. ავსტრალია შეუერთდა ბრიტანელების ბოიკოტს, რომელიც მათ რუსეთს გამოუცხადეს „სკრიპალის საქმესთან“ დაკავშირებით.
მაისის ბოლოს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე გააფრთხილა თავისი მოქალაქეები, რათა თავი შეიკავონ რუსეთში მოგზაურობისგან. უწყების შიშები დაკავშირებულია 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს ტერორისტული ხასიათის საფრთხეების რისკებთან.