სტოკჰოლმის სასამართლომ უზბეკეთის მოქალაქეს რაჰმათ აკილოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 2017 წლის აპრილში სატვირთო ავტომობილით განხორციელებული ტერაქტის გამო, რომელსაც ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. იტყობინება „The Local“.
სასამართლომ აკილოვი დამნაშავედ ცნო აპრილში მომხდარი ტერაქტის გამო. მოსამართლეებმა მაშინ განაცხადეს, რომ განსასჯელს ჰქონდა სიმპატიები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიმართ. სასამართლომ აღნიშნა, რომ თვით აკილოვი ამას აღიარებდა, რაზეც მეტყველებდა ის მატერიალები, რომელიც მის ტელეფონში იქნა აღმოჩენილი. სასამართლომ დაადგინა, რომ ბრალდებულს სურდა შვედეთისთვის ზიანის მიყენება, რადგან ის მონაწილეობდა საერთაშორისო კოალიციის ოპერაციებში, რომელიც მიმართულია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ სტოკჰოლმში 2017 წლის 7 აპრილს სატვირთო ავტომობილი ხალხში შევარდა და გადაუარა ადამიანებს. რის შედეგადაც დაიღუპა ხუთი და დაშავდა 15 მშვიდობიანი მოქალაქე. დანაშაულში ეჭვმიტანილი იქნა დაკავებული. არსებული ინფორმაციით ის შვედეთში სამარკანდადან ჩამოვიდა. მას უარი ჰქონდა ნათქვამი დევნილის სტატუსზე.