ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროში მივიდა.
მას შენობაში შესვლამდე კომენტარი არ გაუკეთებია.
სუბელიანი უწყებაში ადვოკატის გარეშე შევიდა.
ცნობისთვის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.