ბატონო ლადო, ლოცვა უნდა თქვათ ეკლესიაში, ახლა კი თქვენ იმყოფებით სასამართლო დარბაზში და ვერ მოგცემთ უფლებას, თქვათ ლოცვა დარბაზში, - ამ სიტყვებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „ქართული მარშის“ დაკავებულ წევრს, ლადო სადღობელაშვილს.
ლადო სადღობელაშვილმა მოსამართლეს სთხოვა, სასამართლო დარბაზში ლოცვის წარმოთქმის უფლება მიეცა.
მოსამართლემ სადღობელაშვილს განუმარტა, რომ სასამართლო დარბაზში ლოცვის წარმოთქმის უფლებას ვერ მისცემდა.
ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში „ქართული მარშის“ დაკავებული წევრებისთვის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.