თანამედროვე ეპოქაში ბევრი ტექნოლოგიური სიახლეა. იაპონურმა კომპანია Asahi Power Services-მა, ზღაპრებში მონათხრობი ისტორიები გააცოცხლა და ბაზარზე პირველი "მფრინავი ქოლგა" გამოიტანა. შესაბამისად ქოლგის მფლობელისათვის გადაადგილება უფრო მარტივი ხდება, დაიჭერ ქოლგას და შესაძლებლობა გაქვს „იფრინო“.
"მფრინავი ქოლგა" დრონის კონსტრუქციაზეა აწყობილი, მხოლოდ მფლობელის მობილურიდან იმართება და მის ბრძანებებს ემორჩილება.
„მფრინავი ქოლგის" შექმნის იდეა ძლიერი წვიმის დროს მომივიდა, როდესაც ორივე ხელი დაკავებული მქონდა და ქოლგის დაჭერა აღარ შემეძლო. ახლა ჩვენი მთავარი ამოცანაა ვასწავლოთ ქოლგა-დრონს ისე გადაადგილება, რომ მისი გამოყენების დროს ერთმანეთთან შეჯახება არ მოახდინონ",- განაცხადა Asahi Power Service-ს დამაარსებელმა და პრეზიდენტმა კენზი სუჯუკმა.
"მფრინავი ქოლგა" 5 კგ-ს იწონის, ხოლო მისი ბატარეა დამუხტვის გარეშე 20 წუთი ფუნქციონირებს.
კომპანიის ექსპერტები კი ინტენსიურად მუშაობენ იმაზე, რომ ქოლგის წონა 1კგ-მდე დაიყვანონ, ხოლო ბატარეის მუშაობა კი 1 საათამდე გაზარდონ.
ამ დროისათვის "მფრინავი ქოლგის" ფასი საორიენტაციოდ 275 დოლარს შეადგენს, თუმცა მის რეალიზაციაში ჩაშვებას შემქმნელები 2019-2020 წლებისთვის გეგმავენ.