რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება აუცილებელია წლის განმავლობაში - ნათქვამია სომხეთის ახალი ხელისუფლების პროგრამაში, რომელიც ქვეყნის პარლამენტში წარმოდგენილია პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის მიერ.
„ხავერდოვანი რევოლუციის“ გამარჯვების შემდეგ სომხეთში მიმდინარე წლის აპრილ-მაისში ნათელი გახდა, რომ სომხეთის პარლამენტის ეროვნული საბჭო არ ასახავს რეალურ პოლიტიკურ განწყობას ხალხის შეხედულებების, რაც ქმნის რესპუბლიკაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცლებლობას.
სომხეთის ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამ არჩევნების ჩატარებას, რომელიც იქნება თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე და დემოკრატიული.
აუცილებელია სარეიტინგო საარჩევნო სისტემაზე უარის თქმა და სრულფასოვან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა. უნდა შეიქმნას ამომრჩეველთა ახალი სიები, რომლებიც ასახავს რეალურ ვითარებას, რომელიც მომავალში ავტომატურად განახლდება. წერს „NEWS.am.“
შეგახსენოთ, რომ დღეს ერევანში სპეციალური შეხვედრა ტარდება, რომლის დღის წესრიგში მთავრობის პროგრამის დამტკიცება დგას.