აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, კანადის პრემიერ-მინისტრთან ჯასთინ ტრიუდოსთან სატელეფონო საუბრის მსვლელობისას, შეახსენა მას 1814 წლის თეთრი სახლის გადაწვის შესახებ. იუწყება ტელეარხი „CBC“.
საუბარი ეხებოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას - კანადასთან მიმართებაში იმპორტირებულ ფოლადსა და ალუმინზე დაწესებულ გადასახადებს. ტელეარხის ინფორმაციით, ტრიუდომ ეჭქვეშ დააყენა ამერიკელი ლიდერის მტკიცება, რომ ახალი ტარიფები განპირობებულია ეროვნული უსაფრთხოების მიზნით.
რის საპასუხოდაც ტრამპმა ტრიუდოს თეთრი სახლის გადაწვაზე შეახსენა - „თქვენ არ იყავით ის ვინც თეთრი სახლი გადაწვა“.
ბრიტანელმა სამხედროებმა გადაწვეს თეთრი სახლი 1914 წელს ანგლო-ამერიკული ომის დროს. თანამედროვე კანადის ტერიტორიები იმ დროისთვის ბრიტანეთის კოლონია იყო და მათი მაცხოვრებლები მონაწილეობდნენ კონფლიქტში სამეფოს მხარდაჭერით.
შეგახსენებთ, რომ 1 ივნისიდან ძალაში შევიდა აშშ-ის ტარიფები იმპორტზე გარკვეულ მეტალებზე მექსიკასთან, კანადასთან და ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაში. ფოლადზე - 25% ხოლო ალუმინზე - 10%. ტრამპმა დაადანაშაულა სხვა ქვეყნები, რომ ისინი ძალზე დიდხანს სარგებლობდნენ აშშ-ით, რომელმაც სწორედ ამის გამო დაკარგა საკუთარი ინდუსტრიის სერიოზული სამუშაო ადგილები.
ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები კანადასთან და მექსიკასთან, რათა შეიცვალოს ხელშეკრულება ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალ სავაჭრო ზონაში.