საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 192-ე კმ-ზე (უშგული-ლასდილი) ჩაწყდა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.