შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით მუშაობა შეჩერებული არ არის, - აცხადებს დედაქალაქის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძე.
მისი თქმით, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მიმდინარებდა უფრო ეფექტური და ალტერნატიული გზების მოძიება, რადგან ძველი ვარიანტი აბსოლუტურად არაეფექტურია.
,,ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ტექნიკური, ეკონომიკური კვლევა, რამდენიმე სცენართან დაკავშირებით. ამ პროცესს ახორციელებს ”საქართველოს რკინიგზა” და როდესაც მას ექნება ამ კვლევის შედეგები, ბუნებრივია გაასაჯაროებს. თბილისის მერიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არის ძალიან მარტივი. ჩვენი სურვილია რკინიგზა გატანილი იქნას თბილისს გარეთ, რადგან თბილისში იყოს შესაძლებლობა უფრო მეტი განვითარებისთვის - იქნება ეს სარეკრეაციო სივრცე, ახალი სატრანსპორტო კორიდორი, თუ ურბანული განვითარების სხვადასხვა მიმართულება. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა აჩვენებს არსებული სცენარებიდან, რომელი იქნება ყველაზე უფრო მეტად მიზანშეწონილი”, - განაცხადა ლექვინაძემ.