კერძო სექტორი ვალდებული იქნება რეზერვში გაწვეულ თანამშრომელს სამსახური და ხელფასი შეუნარჩუნოს. აღნიშნულ საკითხს "სარეზერვო სამსახურის შესახებ" კანონპროექტი ითვალისწინებს, რომლის განხილვა პარლამენტმა უკვე დაიწყო.
კანონპროექტის თანახმად, რეზერვში მოსამსახურეს სამსახური და ხელფასი იმის მიუხედავად შეუნარჩუნდება, პირი საჯარო სამსახურშია დასაქმებული თუ კერძო სექტორში. იგივე უფლებები ექნება პირს, თუ ის სარეზერვო სამსახურს კონტრაქტის საფუძველზე გაივლის.
ამას გარდა, მოქალაქეს, რომელიც სამხედრო სარეზერვო სამსახურს გაივლის, საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისას უპირატესობა მიენიჭება.