რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სუჩავას ოლქში, დრონი ჩამოვარდა. მანამდე რუმინეთის ხელისუფლებამ ბოტოშანის ოლქის მოსახლეობას შესაძლო დრონის შეჭრის შესახებ RO-Alert შეტყობინება გაუგზავნა.
რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დრონმა უკრაინისა და მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთა და რუმინეთის ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ გაემართა. მისი მონიტორინგისთვის რუმინეთის საჰაერო ძალების ორი F-16 აფრინდა.
ადგილზე რუმინეთის დაზვერვის სამსახურის სპეციალისტები მივიდნენ.