პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, პარლამენტის დეპუტატი ტატა ხვედლიანი ახმეტაში ყალბი რეცეპტის გაცემის ბრალდებით დაკავებული ექიმისთვის ექიმ სასამართლოს მიერ 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ეხმიანება.
"ღია სადარბაზოსა და ბნელ ეზოს ვეღარ ნახავ, სადაც ნარკორეალიზატორები დღესდღეობით არ წამლავენ ჩვენს შვილებს და მათ სიცოცხლეს საფრთხეში არ აგდებენ. კვირა არ გავა, რომ არ გავიგოთ - როგორ პარავდნენ “ოცნების” ჩინოვნიკები წლების განმავლობაში ბაღების ბავშვებს საჭმლის, უპოვართა სასადილოების, სკოლების ასაშენებელ, ქართული ჯარის ფულს.
ამ დროს „ოცნებას“ რაიონში დასაქმებული, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ექიმისთვის სცალია - უსაფრდებიან ღირსეულ ექიმებს, რომლებიც იძულებულები არიან, „ოცნების“ უგუნური კანონების მოცემულობის გათვალისწინებით დაეხმარონ პაციემტებს.
ამ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედების შემდეგ უამრავ მოხუცსა და დაავადებულ ადამიანს წამლის მისაღებად არაერთი წინაღობის გადალახვა უწევს. კორუფციასთან ბრძოლა კეთილსინდისიერი ექიმებით დაიწყეთ?
კორუმპირებულ ჩინოვნიკებს, თქვენს ზონდერებს 10 000-ლარიანი გირაოებით უშვებთ, ახმეტელ ექიმს კი 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდეთ, რომელიც 1 საათში შეგროვდა ხალხის მიერ", - წერს ხვედელიანი.
ცნობისთვის, მაია კოხტაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარუდგინეს, მას ედავებიან, რომ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი.
აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.