შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა ლევან ხარაბაძემ თანამდებობები დატოვეს.
როგორც შემოსავლების სამსახურში აღნიშნავენ, მაღლაკელიძე პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა, ახალი უფროსი კი ორშაბათს 14 სექტემბერს დასახელდება.
ლევან ხარაბაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად 1-ელ მაისს დაინიშნა. ის იქამდე სუს-ის ყოფილი უფროსის, მამუკა მდინარაძის მოადგილე იყო. მან ამ პოსტზე მიხიელ მაღლაკელიძე შეცვალა.
მაღლაკელიძე საგამოძიებო სასამსახურის უფროსად 2025 წლის 24 ივნისს დაინიშნა. მანამდე ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე იყო.
2026 წლის 27 აპრილს მაღლაკელიძე შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტზე გადაიყვანეს, რომელმაც აღნიშნულ თანამდებობაზე ირაკლი [დაჩი] ბერაია შეცვალა. 25 აპრილს, ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა.
რაც შეეხება ლევან ხარაბაძეს, ის სუს-ის იმდროინდელი უფროსის მდინარაძის მოადგილედ 2025 წლის 4 სექტემბერს დაინიშნა, იქამდე კი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული იყო.